წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსაპოლიციო ლენტი
საპოლიციო ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი მამაკაცი სახლის უკანა ეზოში მამიდამ იპოვა.

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 27 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს, იუწყება Rustavi2.

ლიკა ქორქია - Sputnik საქართველო
„თავი მოიწამლა, ელოდებიან გამოღვიძებას, რომ გარეთ გაიყვანონ და დააწვინონ ქუჩაში...“

შემთხვევა სოფელ ნაკიფუში მოხდა.

სოფლის რწმუნებულის, ვახტანგ მოლაშხიას განცხადებით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლის უკანა ეზოში მამიდამ იპოვა.

„მშობლები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ ის შეაშინეს და ამის შემდეგ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო, ფსიქიატრიულ დაწესებულებაშიც მკურნალობდა. ადრე თავის მოკვლის მცდელობა არ ჰქონია, თუმცა რამდენიმე თვის წინ ძმისთვის უთქვამს, რომ ამის სურვილი ჰქონდა. ამის შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ“, - განაცხადა სოფლის რწმუნებულმა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0