მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა 4 შვილის დედაა. მრავალშვილიანი დედა წლიდან წლამდე სულ უფრო მომხიბვლელი ხდება. როგორც მოდელი Instagram-ის პირად გვერდზე ამხელს, მისი იდეალური ფორმები და წონა დიდი შრომის შედეგია და საკუთარ გარეგნობაზე ის მუდმივად მუშაობს.
ცოტა ხნის წინ მოდელმაახალი ფოტო დადო და მის გარეგნობასთან დაკავშირებით, საიდუმლოც გაამხილა.
„დიდი შრომის შედეგია ჩემი დღევანდელი წონა, რადგან ადვილად ვიმატებ! არ დაიჯეროთ რომ შიმშილით მიიღებთ სასურველ შედეგს - ნაცადი მაქვს ყველაფერი. მთელი 17 წელი გამოვცადე და აპრობირებული მაქვს საკუთარ თავზე. დიეტაზე შემიძლია ნაშრომიც გამოვცე. დამიჯერეთ, მიირთვით 6 საათამდე დღეში 3-4 ჯერ. წყალი აუცილებელია, რაც შეიძლება ბევრი! მე პირადად არ მიყვარდა და შევიყვარე“, - წერს მოდელი.
რუსკას ოთხი შვილი ჰყავს. მეორედ რუსა რამდენიმე წლის წინ გათხოვდა და ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან ორი შვილი შეეძინა. უფროსი შვილი – თაზო სახვაძე, 17 წლისაა, ფეხბურთელია და როგორც რუსა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ძალიან დიდი გეგმები აქვს.
მეორე შვილი – ნადია სახვაძეა, სკოლაში სწავლობს და პარალელურად „სუხიშვილების“ აკადემიაში ქართულ ხალხურ ცეკვებს ეუფლება. ნატაშა ნაფეტვარიძე 4 წლისაა, ხოლო მეოთხე - ვაჟი რუსას ორი წლის ჰყავს.