ცეცხლოვანი გოგონა ბათუმიდან ტელეარხ ТНТ-ს შოუზე „ცეკვები“ მოხვდა

გამოწერა
მოცეკვავე საქართველოდან თავის ჯგუფში პროექტის ქორეოგრაფმა ტატიანა დენისოვამ აიყვანა

თბილისი, 20 ოქტომბერი -  Sputnik. 21 წლის ბათუმელი მოცეკვავე სანდრა ტელეარხ ТНТ-ზე პოპულარული შოუ „ცეკვების“ (Танцы) მომდევნო ეტაპზე გადავიდა.

სოსო პავლიაშვილი - Sputnik საქართველო
Но есть судимость у меня - სოსო პავლიაშვილმა ივან ურგანტის შოუში იმღერა

„ცეკვების“ ახალი, მეექვსე სეზონი უკვე დაიწყო. პროექტის მწვრთნელები - რუსეთის საუკეთესო ქორეოგრაფები მიგელი, ეგორ დრუჟინინი და ტატიანა დენისოვა თავიან ფავორიტებს ირჩევენ.

რაც შეეხება არტისტულ და მხიარულ სანდრას ბათუმიდან, გოგონამ ენერგიული კომპოზიცია „ვერცხლის ცეკვა“ შეასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ მიგელს და ეგორ დრუჟინინს მაინცდამაინც არ სურდათ სანდრას დატოვება შოუში, ტატიანა დენისოვამ აღფრთოვანება ვერ დამალა და გოგონა აიყვანა. ის მოიხიბლა მისი გარეგნობით - ვერცხლისფერ-იასამნისფერი თმითა და ცისფერი თვალებით.

დენისოვამ სანდარს შანსი მისცა და „ცეკვებში“ დატოვა.

მარიამ ციმინტია - Sputnik საქართველო
ექსტრასენსების შოუ: მარიამ ციმინტია წარმატებით იბრძვის უძლიერესის ტიტულისთვის

„მე არ მეყო ფეხის მოძრაობა და ცეკვის არსი, აზრი. იმუშავე ამაზე“, - მიმართა მენტორმა ქართველ მოცეკვავეს.

სანდრამ თავისი სიჯიუტე აჩვენა და ჟიურის ზოგიერთ შენიშვნას არ დაეთანხმა.

„მომდევნო ტურში ვუჩვენებ ჟიურის, რომ შემიძლია ვიყო სხვანაირი. მე მათ ვუჩვენებ“, - განაცხადა გოგონამ.

პროექტის მეექვსე სეზონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 2 ათასზე მეტმა მსურველმა გაგზავნა. მონაწილეები შეშფოთებით აღნიშნავენ, რომ ყოველ ახალ სეზონზე მათ სულ უფრო უჭირთ ჟიურის გაოცება.

ყველა ახალი ამბავი
0