Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბაბლუანი: „იმ დროს როცა უნდა გყოლოდა „ბოი-ფრენდი“ ამ ურთიერთობას ტრადიციებიც მოჰყვებოდა“

© Photo: Olga Babluani / FBოლგა ბაბლუანი
ოლგა ბაბლუანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლგა ბაბლუანი იხსენებს მის მომავალ მეუღლესთან ურთიერთობის დაწყების პერიოდს და იმ დროს, როცა მისი თანატოლები სახლიდან იპარებოდნენ.
ოლგა ბაბლუანი: „იმ დროს როცა უნდა გყოლოდა „ბოი-ფრენდი“ ამ ურთიერთობას ტრადიციებიც მოჰყვებოდა“
„მე ოჯახი 17 წლის ასაკში არ შემიქმნია, რადგან ხელი არ მქონდა მოწერილი. ეს იყო უფრო გატაცებაზე აწყობილი ურთიერთობა და გავაჩინე შვილი, რომლის მამასთან ცოტა ხანი ვცხოვრობდი. ლიკუნა ჯერ დაბადებულიც არ იყო, როცა მის მამას დავშორდი. ამიტომ ოჯახის შექმნას ამას ვერ დავარქმევ. ოჯახის შექმნის დროს ორი ადამიანი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობს და ერთად გეგმავენ, რომ მომავალი შექმნან“,- ამბობს ოლგა ბაბლუანი სატელევიზიო გადაცემაში.

ტელეწამყვანი ოლგა ბაბლუანი ამბობს: „იმ დროს ჩემი მეგობრებიც ასე თხოვდებოდნენ- ეს სახლიდან წასვლის გზა იყო. მაშინ „ბეიბი ბუმის“ პერიოდის დროს- ბავშვები ბავშვებს აჩენდნენ“.

ყველა ახალი ამბავი
0