აფეთქებისას დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლებს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ეხმარება

© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქება გურამიშვილის გაზმირზე
აფეთქება გურამიშვილის გაზმირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულები მაშველების თანხლებით პირველადი ნივთების გამოსატანად შენობაში შეჰყავთ

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, გურამიშვილის გამზირზე კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა, ნაძალადევის რაიონის გამგეობა ეხმარება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აფეთქება ღრმაღელესთან: ერთ-ერთი დაშავებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია >>

გამგეობის წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო ფურცლები დაკიდეს, რომლებზეც იმ პირების საკონტაქტო ნომრებია მითითებული, რომელთაც აქვთ უშუალო კონტაქტი ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და შესაბამის სამსახურებთან. არსებული ინფორმაციით, არც ერთი ოჯახი არ დარჩება თავშესაფრის გარეშე. ამ ეტაპზე რამდენიმე ოჯახი გადაყვანილია სასტუმრო „შაინში“.

დაზარალებულები მაშველების თანხლებით პირველადი ნივთების გამოსატანად შენობაში შეჰყავთ. მათი შეყვანა კორპუსში სიების მიხედვით ხდება.

აფეთქება გურამიშვილის გამზირზე - Sputnik საქართველო
აფეთქება ღრმაღელესთან: ბინაში სახიფათო გაზდანადგარი იყო დამონტაჟებული

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ 16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა მოხდა. გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბინაში სახიფათო გაზდანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

აფეთქების შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა. ერთი მამაკაცი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი სამი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია  სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ყველა ახალი ამბავი
0