თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის სამიტმა პარასკევს ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველად კრისტინ ლაგარდი დაამტკიცა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ევროკავშირის საბჭოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
„ევროპულმა საბჭომ დღეს კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად რვა წლის ვადით დანიშნა", – ნათქვამია სამიტზე გავრცელებულ განცხადებაში.
ლაგარდი მარიო გრადის 1 ნოემბრიდან შეცვლის. მისი კანდიდატურა ივლისის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებთან უკვე შეათანხმეს.
კრისტინ ლაგარდი ამჟამად საერთაშორისო სავალუტო ფონდს ხელმძღვანელობს. უფრო ადრე ის საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი იყო.