Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ცეკვა სიდედრული“ – ნინო ნადირაძე ქალიშვილის ქორწილიდან მხიარულ ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Nino Nadiradzeნინო ნადირაძე
ნინო ნადირაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ოჯახის პოპულარული წევრი სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ნინო ნადირაძე ექიმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა. მისი გემოვნებიანი ჩაცმულობა თუ საკუთარი სახლის დამოუკიდებლად მოწყობილი ინტერიერი ყველას აინტერესებს.

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება. გუგა და ნინო ერთად გატარებულ ერთ რუტინულ დღეს ყველას უზიარებენ. ნინო საკუთარ გარდერობსაც კი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და ქალბატონების აღფრთოვანებული კომენტარები არ წყდება.

აღსანიშნავია, რომ ნინომ და გუგამ ერთადერთი ქალიშვილი ამ ზაფხულს დააოჯახეს. ექიმის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ბაია კუზანოვთან დაშორება მას ძალიან გაუჭირდა. მოკრძალებული ქორწილი ბაიამ სახლის ეზოში გადაიხადა, სადაც წყვილმა 50-მდე სტუმარი მოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ნინო თავის ხასიათს მძიმეს უწოდებს, ამბობს, რომ სიძესთან შეუდარებელი ურთიერთობა აქვს. ბაიას რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გიორგი ბეჟაშვილია. ნინოს ახალი ფოტო სწორედ ამ დღეს უკავშირდება. სახლის ეზოში გადაღებულ სურათზე ნინო ბრწყინვალედ გამოიყურება.

ნინოს მუქ ვარდისფერ კაბაში გადაწყვეტილი „ლუქი“ განსაკუთრებულად უხდება. ტანწერწეტა ქალბატონი კლასიკურ სტილს ისევე იხდენს, როგორც სპორტულს. ნინო და ია ფარულავა დიდი ხნის მეგობრები არიან, როგორც ჩანს, კარდიოლოგი დაქალის მსგავსად თავს ძალიან უვლის. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ნინოს ასაკი ვერაფერს აკლებს. გამოქვეყნებულ უახლეს ფოტოს ნინომ „ცეკვა სიდედრული“ უწოდა. მისი გარეგნობით მოხიბლული მეგობრები აღტაცებას ვერ მალავენ – „სიდედრი და  ასეთი სილამაზე?! ახალგაზრდა სიდედრი ბევრია, მაგრამ შენნაირი ლამაზი, ჭკვიანი, სუპერ გემოვნებიანი, ხალისიანი... მართლა საქართველოში პირველი ხარ!“

ყველა ახალი ამბავი
0