გიგანტური სულგუნი და სახალხო მსვლელობა – ჩხოროწყუ იუბილეს აღნიშნავს

© Facebook / Chkhorotsku Municipality Councilჩხოროწყუ
ჩხოროწყუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ საქართველოში ზეიმის სტუმრებს მუსიკა, ეთნოგრაფიული კუთხეები და გემრიელი მასტერკლასები ელით

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. 19 ოქტომბერს ჩხოროწყუს დღის აღსანიშნავად სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ელიან სტუმრებს, რომლებიც გიგანტურ 20–კილოგრამიან სულგუნს დააგემოვნებენ, მონაწილეობას მიიღებენ სახალხო მსვლელობაში და კულინარიულ მასტერკლასებს დაესწრებიან, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

უაქციზო ჭაჭა - Sputnik საქართველო
კახეთში ჭაჭის ფესტივალი გაიმართება

ზეიმი ქალაქის 90 წლისთავს ეძღვნება. მეგრული სახელწოდება „ჩხოროწყუ“ სიტყვა–სიტყვით ნიშნავს „ცხრა წყაროს“ (ჩხორო – ცხრა, წყუ – წყარო). მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი არც ისე ხანდაზმულია, თანამედროვე ჩხოროწყუს ტერიტორია უძველესი კოლხეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა. რაიონის სოფლებში არქეოლოგები ხშირად პოულობენ უძველესი დროის ადამიანების მიერ დატოვებულ კვალს – ქვის იარაღს, თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს...

წელს ჩხოროწყუს იუბილეზე ადგილობრივი ყველის ოსტატი იაგო დარსალია შეეცდება უზარმაზარი სულგუნის მომზადებას და ეროვნული რეკორდის დამყარებას. გარდა ამისა, დაგეგმილია საზეიმო მსვლელობა, გამოფენები „კოლხეთის შემოდგომა“ და „ჩხოროწყუ 90“, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და ექსკურსია პოეტ ლაშა გახარიას მუზეუმში.

ხინკალიც არ დაავიწყდათ – როგორ აღნიშნეს „თბილისობა“ ნიუ-იორკში >>

პროგრამაშია ასევე კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების, მომღერლების სოფო და ბორის ბედიების მონაწილეობით. ორგანიზატორები მოაწყობენ 12 ეთნოპავილიონს, სადაც რეგიონის სხვადასხვა ქალაქი და მხარე იქნება წარმოდგენილი, ასევე სპეციალურ პავილიონს ბავშვებისთვის.

თელავში „თელავინო 2019“ იზეიმეს - Sputnik საქართველო
თელავში „თელავინო 2019“ იზეიმეს

ზეიმის დროს გაიმართება სპორტული შეჯიბრებები. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა მეგრული სამზარეულოს სექტორს, რომელიც ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქალაქის დღის ფარგლებში გაიხსნება ასევე საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ძეგლი, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ღონისძიებას დაესწრებიან ლიეტუვის დაძმობილებული ქალაქ მოლეტაის წარმომადგენლები. ზეიმზე ხელი მოეწერება ჩხოროწყუსა და მოლეტაის შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. ზეიმისთვის, რომელიც 2013 წლიდან იმართება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 ათასი ლარია გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0