Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ორჯერ დამარტყა...“ – ბეგაშვილის უცნობი ისტორია კაცზე, რომელსაც მასთან მიკარება აუკრძალეს

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ შოუ-ბიზნესში შორენა ბეგაშვილზე აქტუალური ადამიანი ჯერ არ არსებობს.

სექსუალური მსახიობი ქმრებთან და პარტნიორებთან დაშორებით, ეროტიკული ხასიათის როლებით, ინტიმური ფოტოსესიებითა და Playboy-სთან თანამშრომლობით პოპულარული გახდა. შორენა ბეგაშვილის კარიერული საფეხურები უამრავმა ადამიანმა იცის, მაგრამ სულ ცოტა კონცენტრირდება იმაზე, რომ შორენა ეროტიკული როლების გარდა საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო ფილმის გმირიც გამხდარა. შორენა ოფიციალურად ორჯერ იყო დაოჯახებული. მათ შორის უკანასკნელ პარტნიორთან ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდა.

შორენა ბეგაშვილმა „მარაოს“ გადაცემაში „უხერხული კითხვები“ განაცხადა, რომ მას პარტნიორმა ხელი ორჯერ დაარტყა, რის შესახებაც მან პოლიციაში განაცხადა. მსახიობის თქმით, მას შემდეგ ეს კაცი აღარ უნახავს. კაცს კი ხელწერილი დააწერინეს, რომ მას აღარ გაეკარებოდა.

სკანდალური მსახიობი ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. შორენა ბეგაშვილი ის შემთხვევაა, როდესაც ქალბატონებიც კი მისი ფორმებით ტკბებიან, ბევრი კი ცდილობს მისი სტილისა და იმიჯის ათვისებას. ჭორებით მოცული ტელესახე სხვადასხვა გადაცემების ერთ-ერთი ხშირი და რეიტინგული სტუმარია. როგორც ჩანს, მსახიობი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „რუსთავი 2“-ს ახალი პროექტით დაუბრუნდა.

ყველა ახალი ამბავი
0