რას გვთავაზობს მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi — პროგრამა

© photo: Sputnik / STRINGER Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi
 Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდის მიმდევრებს კვირეულზე საუკეთესო დიზაინერები და მათი შოუები ელოდება.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi საქართველოს დედაქალაქში 30 ოქტომბერს დაიწყება და 4 ნოემბრამდე გასტანს – ქართველი მოდის მიმდევრები 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციებს ნახავენ.

© photo: Sputnik / STRINGERდიზაინერ Salome-ს კოლექციის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს მოდის კვირეულზე
რას გვთავაზობს მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi — პროგრამა - Sputnik საქართველო
დიზაინერ Salome-ს კოლექციის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს მოდის კვირეულზე

ამ სეზონზე ჩვენებების ძირითადი ნაწილი გაიმართება თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე (ფილარმონია) და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკისა და კულტურის ცენტრში. MBFWT-ს შოუები ასევე გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ვაკის პარკში და სხვა ადგილებში.

© photo: Sputnik / STRINGERდიზაინერ Vaska-ს კოლექციის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე
რას გვთავაზობს მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi — პროგრამა - Sputnik საქართველო
დიზაინერ Vaska-ს კოლექციის ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ზე

პირველ დღეს, 30 ოქტომბერს მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, ფილმების ჩვენებები და კონფერენციები. 31 ოქტომბრიდან თბილისი გადაიქცევა მთელი რეგიონიდან ჩამოსული მოდის მოყვარულთა ცენტრად. სეზონის გახსნაზე თავიანთ კოლექციებს წარმოადგენენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Le Mocassin Zippe, Tatuna, Goladamian, Liya, Avtandili და Aka Prodiashvili.

© Sputnik / STRINGER Мercedes-Вenz Fashion Week - დიზაინერ Avtandil-ის კოლექციის ჩვენება
რას გვთავაზობს მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi — პროგრამა - Sputnik საქართველო
Мercedes-Вenz Fashion Week - დიზაინერ Avtandil-ის კოლექციის ჩვენება

მესამე დღეს, 1 ნოემბერს მაყურებელი ნახავს შემდეგი დიზაინერების დეფილეს: Pitti Tutoring & Consulting, Situatiоnist, Materiel, Aka Nanita, Salakaia, Lako Bukia და Tamra X Tamraskateboards.

შაბათს, 2 ნოემბერს ჩვენებების სერიას გახსნის George Keburia, შემდეგ გააგრძელებენ Babukhadia, Lado Bokuchava, Dalood, Mach & Mach, Ingorokva და David's Road. 3 ნოემბერს გაიმართება დიზაინერების – Anouki, Lalo, Janashia, Tamara Kopaliani, Aleksander Akhakatsishvili, Bicholla და Datuna ჩვენებები.

© Sputnik / Alexander Imedashviliბრენდ Situationist-ის ახალი კოლექციის ჩვენება
რას გვთავაზობს მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi — პროგრამა - Sputnik საქართველო
ბრენდ Situationist-ის ახალი კოლექციის ჩვენება

მოდის კვირეულს 4 ნოემბერს დაასრულებს შემდეგი მოდელიერების ჩვენებები: Levau Shvelidze, Blikvanger, Tako Mekvabidze, Nemsen და Bessarion. მოდის კვირეულის ჩვენებების დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

© Sputnik / STRINGER Мercedes-Вenz Fashion Week - Bessarion-ის კოლექციის ჩვენება
რას გვთავაზობს მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi — პროგრამა - Sputnik საქართველო
Мercedes-Вenz Fashion Week - Bessarion-ის კოლექციის ჩვენება

ტრადიციულად, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ეწვევა ათეულობით უცხოელი სტუმარი. მათ შორის იქნებიან მოდის კრიტიკოსები, ცნობილი მოდური გამოცემების ჟურნალისტები და ბაიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

Mercedes-Benz Fashion Week — ეს არის საერთაშორისო მოდის კვირეულების სერია, რომელიც კომპანია Mercedes-Benz-ის მიერ არის ორგანიზებული. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება, მათ შორის არის რუსეთი, გერმანია, აშშ, თურქეთი, ავსტრალია და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0