ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მონეტარული პოლიტიკა შეცვალოს

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ვალუტა
ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის გამყარების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო რაც შეიძლება მეტი ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანას გეგმავს.

თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 23 ოქტომბერს გაიმართება – რეფინანსირების განაკვეთი, შესაძლოა, ბოლო ორი თვის განმავლობაში მესამედ გაიზარდოს.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
ფასები იზრდება – ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვეს

ეროვნულმა ბანკმა უკვე ორჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი – 4 სექტემბერს (6,5%-დან 7%-მდე) და 25 სექტემბერს (7,5%-მდე). გარდა ამისა, 27 სექტემბერს, როდესაც ლარის კურსმა ანტირეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 2,9808 GEL/$1, ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. მთავრობამ ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ზომებს მხარი დაუჭირა, მაგრამ ამას არსებითი შედეგები ჯერ არ მოჰყოლია.

„ეს აშშ-ის ეკონომიკა არაა, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ 0,5%-ით მნიშვნელოვანი შედეგი მოგვცეს. ეს ასე არ ხდება", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა.

ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დონემ აგვისტოში უკვე შეადგინა 4,9% პროგნოზირებული 3%-ის ნაცვლად. ინფლაციაზე ზეწოლის შესამცირებლად მიიღეს გადაწყვეტილება კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ და ეროვნულ ვალუტაში ლიკვიდურობის მიმართ შეღავათების დაწესების თაობაზე.

GEO VERSION - Лари, живи!
ეროვნულმა ბანკმა შეიძლება მონეტარული პოლიტიკა შეცვალოს - Sputnik საქართველო
GEO VERSION - Лари, живи!

„ეროვნულ ბანკს აქვს ეს ინსტრუმენტი – გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, მაგრამ ეს თანამიმდევრული უნდა იყოს. მხოლოდ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით ყველაფრის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, თუ ამასთან ერთად ეროვნული ბანკი გააგრძელებს ყოველკვირეულად დიდი რაოდენობის კრედიტის გაცემას კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების საფუძველზე", – აღნიშნა ბაირახტარმა.

ეკონომიკისა და ეროვნული ვალუტის გამყარების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო რაც შეიძლება მეტი ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანას გეგმავს.

ნახევარ წელიწადში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. დღეს დოლარის მიმართ ლარის კურსია 2,9701 GEL/$1.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ყველა ახალი ამბავი
0