თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. მოტოციკლის მძღოლი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.