Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ანგელოზური სიმშვიდით ველოდები“ – ვის ელოდება სკანდალური შორენა ბეგაშვილი?

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ შოუ-ბიზნესში შორენა ბეგაშვილზე აქტუალური ადამიანი ჯერ არ არსებობს. მასზე საუბრობენ ყოველთვის და ყველგან. შორენა კი საზოგადოებას ამის მიზეზს არ აკლებს. პოპულარული ქართველი მსახიობი ქმარს რამდენიმე დღის წინ დაშორდა, ახლა თავისუფალია და მარტოობით ტკბება.

სექსუალური მსახიობი ქმრებთან და პარტნიორებთან დაშორებით, ეროტიკული ხასიათის როლებით, ინტიმური ფოტოსესიებითა და Playboy-სთან თანამშრომლობით პოპულარული გახდა. შორენა ბეგაშვილის კარიერული საფეხურები უამრავმა ადამიანმა იცის, მაგრამ სულ ცოტა კონცენტრირდება იმაზე, რომ შორენა ეროტიკული როლების გარდა საკმაოდ სერიოზული და საპასუხისმგებლო ფილმის გმირიც გამხდარა. შორენა ოფიციალურად ორჯერ იყო დაოჯახებული. მათ შორის უკანასკნელ პარტნიორთან ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდა.

სკანდალური მსახიობი ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს. შორენა ბეგაშვილი ის შემთხვევაა, როდესაც ქალბატონებიც კი მისი ფორმებით ტკბებიან, ბევრი კი ცდილობს მისი სტილისა და იმიჯის ათვისებას. ჭორებით მოცული ტელესახე სხვადასხვა გადაცემების ერთ-ერთი ხშირი და რეიტინგული სტუმარია. როგორც ჩანს, მსახიობი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ „რუსთავი 2“-ს ახალი პროექტით დაუბრუნდა.

სკანდალს სკანდალი მოჰყვება. შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაც ასე ვითარდება. ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან გამოქვეყნებულმა ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. უამრავი ადამიანი ეხმაურებოდა შორენას და უკომენტარებდნენ, რომ ასაკით უფროს მამაკაცთან ურთიერთობა არ უხდებოდა. შემდეგ შორენამ მამაკაცთან გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, საზოგადოებამ ის ფაქტიც შენიშნა, რომ პოპულარულმა არტისტმა პარტნიორს სოციალურ ქსელში „გამოწერა“ გაუუქმა.

ახლა შორენა კომპანიებთან თანამშრომლობას განაგრძობს და უახლეს ფოტოს ესთეტიკური ცენტრიდან აქვეყნებს. როგორც ნებისმიერ ქალბატონს, შორენასაც ძალიან უყვარს თავის მოვლა. სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობა მას მოვლის მეტ შანსს აძლევს. როგორც აღმოჩნდა, შორენა თავისუფლებით ტკბება და ახალ ფოტოს წარწერა დაურთო: „ჩემს საუცხოო მანიკურს ანგელოზური სიმშვიდით ველოდები... მე საუკეთესოს ვირჩევ!“

ყველა ახალი ამბავი
0