19 წლის გოგონას მოტაცება: გარდაბანში ციებ-ცხელება გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონამ გამტაცებლებს თავი დააღწია, მათ პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. პოლიციამ გოგონას გატაცების ბრალდებით 28 და 29 წლის მამაკაცები დააკავა, ინციდენტმა კი საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

19 წლის გოგონას მოტაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს >>

საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი“ - Sputnik საქართველო
ქართველ მამაკაცს ჩემოდნით რუსი ქალი თურქეთიდან საქართველოში გადმოჰყავდა

შსს-ს ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის 19 წლის გოგონას და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

გოგონამ სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას გაქცევა შეძლო, მამაკაცები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ ისტორიამ ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გოგონას ყოფილმა პედაგოგმა, ჰემიდ სადიღმა შეიტყო მომხდარის შესახებ და ადრეულ ქორწინებასა და დაქორწინებისკენ იძულებას კრიტიკული პოსტი მიუძღვნა.

„ჩემი ყოფილი მოსწავლე გაიტაცეს ძალით. დღეს მას პირველი ნაბიჯები უნდა გადაედგა უნივერსიტეტში. აი ასეთი ნაძირლები და ბინძური ადამიანები არიან ჩვენს თემში“, - წერს იგი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ამ სიტყვებმა სოფელში გაღიზიანება გამოიწვია. პედაგოგზე ზეწოლა განხორციელდა, სოფლის ცენტრში მას აიძულეს საჯაროდ მოეხადა ბოდიში და ეს გადაიღეს ვიდეოზე. ამის შემდეგ ის პოლიციაში გამოკითხვაზე გამოიძახეს.

სამოქალაქო აქტივისტების აზრით, ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. ისინი ითხოვენ, რომ ყველამ პასუხი აგოს საჯარო სასამართლოსა და მორალური ზეწოლის გამო, მათ შორის მათ, ვინც მასწავლებლის დამცირებაში იღებდა მონაწილეობას.

ყველა ახალი ამბავი
0