თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ავიაკომპანია „სიბირს" (S7) მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების ნება დართო, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.
რუსული მხარის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და არც საქართველოში S7-ის წარმომადგენლობა.