თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ხუთი წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულ მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ტელეკომპანიის ცნობით, მამაკაცმა 5 წლის ბავშვთან წინასწარი შეცნობით რამდენჯერმე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, როგორც საკუთარ სახლში, ასევე ბავშვის საცხოვრებელ სახლშიც.
სამართალდამცავებმა მამაკაცი ივლისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.