ხარაგაულში მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZმიწისძვრის მაგნიტუდა
მიწისძვრის მაგნიტუდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალხეეთთან ერთ კილომეტრში 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0