საქართველო იაპონიას უსამძიმრებს – ტაიფუნ „ჰაგიბისის" მსხვერპლი უკვე 66 ადამიანია

© AP Photo / Toru Hanaiტაიფუნი „ჰაგიბისი" იაპონიაში
ტაიფუნი „ჰაგიბისი იაპონიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონიაში წყალდიდობასთან ერთად მეწყრული პროცესებიც განვითარდა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იაპონიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, სადაც ტაიფუნმა „ჰაგიბისმა" ათობით ადამიანი იმსხვერპლა და დიდი მატერიალური ზარალი მიაყენა ქვეყანას, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიაში: მსხვერპლის რიცხვმა 47-ს მიაღწია>>

სტიქიური უბედურების შედეგად 47 მდინარეზე დაირღვა დამცავი დამბები, 16 პრეფექტურის 181 მდინარე ადიდდა, რამაც საცხოვრებელი კვარტლების დატბორვა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაიტბორა დაახლოებით 10 ათასი სახლი.

„სამინისტრო თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს", – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ტაიფუნი იაპონიას უქმეებზე დაატყდა თავს. „ჰაგიბისმა“ იმსხვერპლა 66 ადამიანი.

წყალდიდობასთან ერთად 19 პრეფექტურაში დაახლოებით 140 ადგილზე მეწყრული პროცესი განვითარდა.

ამ დროისთვის იაპონიაში უწყლოდ არის დარჩენილი 133 ათასი სახლი 13 პრეფექტურაში, ხოლო ელექტროენერგიის გარეშე – 34 ათასი სახლი.

მძლავრი ტაიფუნის შედეგად დაშავდა 212 ადამიანი. 15 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ყველა ახალი ამბავი
0