მყარი ქორწინების გარანტია: ვნებამორეული გრძნობები თუ ცივი გონება

გამოწერა
არის თუ არა სიყვარული მართლაც მნიშვნელოვანი ქორწინებისთვის, თუ მისი მნიშვნელობა გადაჭარბებულია?..

ადამიანების 90 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბედნიერი ოჯახი სიყვარულის საფუძველზე იქმნება. მაგრამ არის განსხვავებული მოსაზრებაც. ფილოსოფიის პროფესორი, ჰაიფას უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი აარონ ბენ–ზეევი (ჟურნალი Psychology Today) ძალზე აქტუალურ საკითხს აყენებს: არის თუ არა სიყვარული მართლაც მნიშვნელოვანი ქორწინებისთვის, თუ მისი მნიშვნელობა გადაჭარბებულია?

წყვილი - Sputnik საქართველო
ურთიერთობების ოთხი მოდელი - რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ და თქვენი პარტნიორი

იდეა, რომ ნებისმიერი ქორწინების საფუძველი მგზნებარე სიყვარულია, პოპულარული ორასიოდე წლის წინ გახდა. კულტურათა უმრავლესობა მიესალმებოდა სიყვარულს ქორწინებაში, მაგრამ ამ გრძნობას ოჯახის შექმნის მთავარ მიზეზად არ მიიჩნევდა. სიყვარული ერთგვარ ბონუსს წარმოადგენდა.

ახლა ქორწინება მეორად მოვლენად მიიჩნევა, რადგან ურთიერთობები მხოლოდ სიყვარულის საფუძველზე უნდა განვითარდეს. სიყვარულის იდეალის გაჩენასთან ერთად იმატა განქორწინებების, უცოლოების, გაუთხოვრების, მარტოხელა დედების რაოდენობამ.

ბენ–ზეევის აზრით, სიყვარულმა გაიმარჯვა ქორწინებაზე, მაგრამ დღეს მან, შესაძლოა, ის შიგნიდან დაანგრიოს.

დაქორწინების სურვილმა ქორწინების ფასი გაზარდა, ასეთი კავშირი დღეს მარტოხელა ადამიანების მთავარი პრიორიტეტი გახდა. ამასთან, ახალმა იდეალმა ქორწინების ინსტიტუტი, პრაქტიკულად, გაანადგურა.

ყველა ახალი ამბავი
0