თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. ჰელოუინის ფესტივალი, რომელიც ორგანიზატორების ჩანაფიქრით, უნდა იყოს სავსე საშინელებებით, კოშმარებით, ეშმაკობით და პოპულარული ჰორორის საყვარელი გმირებით, თბილისში პირველად 1 ნოემბერს გაიმართება.
ჰელოუინი ნიუ-იორკში: მაქსიმალურად ნატურალისტური კოსტიუმები და გაცოცხლებული მონსტრები >>
ღონისძიება ღია ცის ქვეშ, ზემო ფონიჭალაში, Alibi Arena-ს ტერიტორიაზე გაიმართება.
„Halloween-ის ბნელ ღამეს Alibi Arena-ზე იდუმალებით მოცული ამბები დატრიალდება. მოჩვენებების ცირკი, ცოცხლების სასაფლაო და მკვდრების ქალაქი, ყველაფერი, რისიც კი ოდესმე შეგშინებია. მოდი, თუ გაბედავ!“, - ნათქვამია ფესტივალის ანონსში.
საღამოზე წარდგებიან ერეკლე დეისაძე, ჯგუფი „არა“ და „მარტივი გამოსავალი“. ელექტრონულ მუსიკას შეასრულებენ დიჯეები Kote Japaridze, Toke, Embrrray და სხვ.
ფესტივალის „სპეციალური სტუმრები“ საშინელებათა ცნობილი ფილმების მთავარი გმირები: მანიაკი და მკვლელი ჯეისონ ვურჰიზი, დაუნდობელი ფრედი კრიუგერი, დაწყევლილი თოჯინა „ანაბელი“ და სხვ.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ სასურველია, სტუმრებმა უნდა დაიცვან დრეს-კოდი. საღამოს ავტორები სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს სთხოვენ ფესტივალზე მისვლისგან თავი შეიკავონ.
ჰელოუინის ფესტივალზე სტუმრობის მსურველებს უფასო ტრანსპორტს შესთავაზებენ - ავტობუსები ორთაჭალის ავტოსადგურიდან 19:00 საათიდან 22:00 საათამდე იმოძრავებენ.