ემიგრანტი ქალის წერილები: „ბედნიერება ერქმევა გზას, თუ ოდესმე შენზეც იტყვიან „ის აქ არის“

გამოწერა
ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი. ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და სამშობლოსთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ. რომ არა ისინი, ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა...

დღეს ამერიკაში მცხოვრები ნიჭიერი ქალბატონი მარიკა ჩოჩელი გვსურს გაგაცნოთ, უფრო სწორად, ის თავად წარმოგიდგენთ საკუთარ თავს. სოციალურ ქსელებში მას ბევრი იცნობს და ბევრი მის დაპოსტილ ემოციურ, მართალ ამბებს მოუთმენლად ელოდება...

„ჩემი განვლილი გზა – ეს არის

© photo: courtesy of Marika Chocheliმარიკა ჩოჩელი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ბედნიერება ერქმევა გზას, თუ ოდესმე შენზეც იტყვიან „ის აქ არის“ - Sputnik საქართველო
მარიკა ჩოჩელი

სკოლა... კარგი გოგო ვიყავი ერთი დიდი მინუსით – ალგებრა–გეომეტრიის, ფიზიკა–ქიმიის წიგნების მხოლოდ პირველი პარაგრაფები ვისწავლე და მერე დავხურე. დედის ხათრით მიწერდნენ ნიშნებს, მაგრამ ქართულ  ლიტერატურაში, ისტორიასა და რუსულ ლიტერატურაში ლიდერი ვიყავი. ჩემი ქართულის მასწავლებელი სამასწავლებლოში ხმამაღლა ამბობდა, ამ ბავშვს ისეთი მეტყველება აქვს, შანიძის ოჯახში აღზრდილი მგონიაო. მეცხრე კლასში ჩავაბარე N1 მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს  განხრით და... დავიბენი 16 წლის გოგო 

© photo: courtesy of Marika Chocheliმარიკა ჩოჩელი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ბედნიერება ერქმევა გზას, თუ ოდესმე შენზეც იტყვიან „ის აქ არის“ - Sputnik საქართველო
მარიკა ჩოჩელი

– ჰარმონია, სპეციალობა, მუს. ლიტერატურა, სკოლის საგნები...

ჩემი ოცნება არქეოლოგია და ისტორია იყო, უნივერსიტეტის კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა, მაგრამ დედის ოცნება – მუსიკა. მას ეგონა, რომ ჩემგან ელისო ვირსალაძე დადგებოდა. დედას ვერ ვაჯობე, მაგრამ არაფერი გამოვიდა... ასე დავრჩით მე და დედა „ოცნების“ გარეშე. მერე ყველაფერი სხვა გზით წავიდა და ბოლოს ამ გზამ ამერიკაში ჩამომიყვანა. უკვე 16 წელია აქ ვარსებობ. როცა ჩამოვედი, 52 წლის ვიყავი, ახლა 68 წლის გავხდი და ცხოვრების საუკეთესო წლებმა, ცხოვრებამ და მე პარალელური გზებით ვიარეთ. როდის გადაიკვეთება ეს გზები – არ ვიცი...

„ის აქ არის“ – გია ყანჩელისაა, მაგრამ ის ყველამ გავითავისეთ, ყველას გვყავს "ვიღაც", ვისაც შენი სულის ნაწილი, შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ჰქვია. იცი, რომ "აქ არის" და აქ იქნება მანამ, სანამ შენ თვითონ არ გაუყვები ამ გზას... მრავალი წლის წინ აქ, ამერიკაში როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა, ძალიან დიდხანს, ყოველ ცისმარე დღეს მისი ხმა მესმოდა... მაშინ მობილური არ მქონდა და ვყიდულობდი წუთებს, წუთები კი არასოდეს მყოფნიდა და ვრეკავდი პირდაპირ ოჯახის ტელეფონით. მახსოვს, რომ იმ ოჯახს 1 500 დოლარი მოუვიდა სატელეფონო გადასახადი... კარგი ხალხი იყო, თანხა დამინაწილეს და ხელფასიდან თვეში მხოლოდ 100 დოლარს მიქვითავდნენ. როცა ვრეკავდი, მამა მეუბნებოდა: "ჩამოდი, შენს უნახავად ნუ მომკლავ, გენაცვალოს მამა“. ვერ შევუსრულე სურვილი... ნიუ-იორკში, ქუჩაში მივდივარ და მახსენდება მამა, დედა, რომელიც ხელში ჩამაკვდა და იმის შემდეგ „ნაწყენივით“ სიზმარში არასდროს მოსულა ჩემთან. მივდივარ რომელიღაც ავენიუზე, ვიხსენებ ყველაფერს და ვხედავ ზურგს ჩემ წინ, რაღაც სამ მეტრში მიდის "მამა"...  ვიცი, რომ ვიღაც კაცია, ამერიკელი, მაგრამ მამის ზურგი აქვს და მამის სიარული.

© photo: courtesy of Marika Chocheliმარიკა ჩოჩელი
ემიგრანტი ქალის წერილები: „ბედნიერება ერქმევა გზას, თუ ოდესმე შენზეც იტყვიან „ის აქ არის“ - Sputnik საქართველო
მარიკა ჩოჩელი

დედა იტყოდა ხოლმე მთლად ახალგაზრდა ქუჩაში რომ გამოდიოდა – უბნის ბიჭები კედელთან სიმაღლის მიხედვით მწკრივდებოდნენო. დედა რომ "გაიპარა" და მამას გაჰყვა, ბებიამ თავი მოიწამლა. პაპა სანადირო თოფით ეძებდა. სადაც ბებია და პაპა ცხოვრობდნენ, იმ ეზოში კულტურის სახლი იყო. მამა იქ შედიოდა ხოლმე, პიანინოსთან ჯდებოდა და სიმღერით აგიჟებდა სამეზობლოს. მერე, რაც მახსოვს, ბებიაჩემს, ადრე თავი რომ მოიწამლა, სიძეებში მამა ძალიან, შვილივით უყვარდა. მამა დედამისს ჟენიჩკას ეძახდა, სიდედრს კი, მართლა გულით რომ უყვარდა – დედას.

ნიუ-იორკში იმ კაცს, „მამას“ მანამდე ვდიე, სანამ სადღაც კარებში არ შევიდა, და ვიცი, "ის აქ არის"... ბედნიერება ერქმევა გზას, თუ ოდესმე შენზეც იტყვიან: "ის აქ არის"...

ახლა შემოდგომა ზამთრისკენ მიდის. აღარც გაზაფხულის იები და ენძელებია. საერთოდ „ყვაილების“ ყურება აღარ მიტაცებს, არც ლურჯი ზღვისა და დგაფუნა ტალღების ყურება და მოსმენა. მინდა „შეშის ფეჩში“ ცეცხლმოკიდებული შეშის ტკაცა-ტკუცი მესმოდეს, მინდა სიჩუმე, მინდა ყვითელი, თბილი, მყუდრო სინათლე და არა გამოციებული დღის შუქი. მინდა სახლში „დუხოვკაში“ შედგმული ბისკვიტის სუნი იდგეს. ბევრია?..“

ყველა ახალი ამბავი
0