მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დაშავდნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები არეულობისას ბარსელონაში

© REUTERS / Albert Geaარეულობაბარსელონას აეროპორტში
არეულობაბარსელონას აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საკონსულო ბარსელონაში თავის Facebook-გვერდზე აქვეყნებს ბოლო ინფორმაციას ბარსელონაში აეროპორტის და რკინიგზის მუშაობის შესახებ

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს დახმარებისთვის არ მოუმართავთ ბარსელონაში ქვეყნის საკონსულოსთვის, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ბარსელონაში ქვეყნის კონსულმა ქეთი გოგოლაშვილმა.

ამ დღეებში საპროტესტო აქციები გაიმართა კატალონიის დედაქალაქის ცენტრში, ასევე „ელ-პრატის" აეროპორტში. საღამოს აქციები არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

„საქართველოს მოქალაქეებიდან საკონსულოში არავის მოუმართავთ, დღეს ქალაქში სიმშვიდეა“, - განაცხადა გოგოლაშვილმა.

საქართველოს საკონსულო ბარსელონაში თავის Facebook-გვერდზე აქვეყნებს ბოლო ინფორმაციას აეროპორტისა და რკინიგზის მუშაობის შესახებ, რომლებშიც არეულობების გამო შეფერხებებია.

ბარსელონის პოლიცია - Sputnik საქართველო
მასობრივი საპროტესტო აქციები ბარსელონაში: დაშავდა 130 ადამიანი

დაშავებულთა დიდი ნაწილი – 130 ადამიანი ბარსელონის აეროპორტში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. ერთ-ერთი მათგანი თვალის ტრავმის გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ბარსელონის აეროპორტში ასზე მეტი რეისი გადაიდო. ავიაკომპანიებმა მგზავრებს მოუწოდეს, აეროპორტამდე შემოვლითი გზით მივიდნენ.

ორშაბათს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2017 წელს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობისთვის 12 პოლიტიკოსს განაჩენი გამოუტანა. ცხრა მათგანს ამბოხება ედება ბრალად, მათ 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. სამ მათგანს კი დაუმორჩილებლობა – მათ სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ. განაჩენის გამოცხადების შემდეგ კატალონიაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0