ანა ამაშუკელს თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა სჭირდება. ის მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსში MISS Cosmo World 2019, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ 24 საუკეთესო კანდიდატს შორის არის დასახელებული.
კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძვიან გოგონები დიდი ბრიტანეთიდან, ზიმბაბვედან, ინდოეთიდან, უკრაინიდან, ჩინეთიდან, მალაიზიიდან, ტაილანდიდან, კორეიდან, ინდონეზიიდან, კამბოჯიდან, სლოვაკეთიდან, სერბეთიდან, ყაზახეთიდან.
კონკურსის ფინალი 1 ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებული იტალიის საგზურს, ფულად ჯილდოს და კონტრაქტს მიიღებს მალაიზიური სამოდელო კომპანიისგან.
ანა ამაშუკელი 20 წლისაა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში მენეჯმენტის განხრით სწავლობს. 12 წლის იყო, როდესაც მისი და ბალეტის გზები გაიყო, მანამდე გატაცებული იყო ცეკვით.