როგორ აღნიშნეს „თბილისობა-2019“ ვილნიუსში – ფოტო

© photo: Vilnius Georgia Embassy / FB„თბილისობა“ ვილნიუსში
„თბილისობა“ ვილნიუსში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრები უსმენდნენ მუსიკას, ისიამოვნეს ცეკვებითა და ტრადიციული ქართული სამზარეულოს შედევრებით.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. ზედიზედ მეოთხე წელია, რაც ვილნიუსის მთავარ ქუჩაზე ლამაზად აღინიშნება თბილისობა – ფესტივალზე იყო ქართული ცეკვები, სიმღერები და ეროვნული სამზარეულო, ნათქვამია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ტრადიციულად, სადღესასწაულო ღონისძიება, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართა, ლიეტუვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა გახსნა. ამ დღეს დიპლომატმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ურთიერთობების მნიშვნელობას თბილისსა და ვილნიუსს შორის, რომლებიც დაძმობილებული ქალაქებია.

ლიეტუვის „თბილისობაზე“ ორგანიზატორებმა ქართველი ოსტატების მიერ შექმნილი ხელნაკეთი პროდუქციის ბაზრობა მოაწყვეს. ვილნიუსის მცხოვრებლებმა და სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა მასტერ-კლასებში – მოამზადეს ხინკალი და ჩურჩხელები, ასევე დააგემოვნეს ქართული ეროვნული სამზარეულოს ტრადიციული კერძები, მინერალური წყლები და გამაგრილებელი სასმელები.

„თბილისობაზე“ საღამოს სტუმრებისთვის მღეროდნენ ანსამბლ „ქართული ხმების“ მონაწილეები.

მრავალფეროვანი იყო „თბილისობის“ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა. თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ქართული ეროვნული სამოსი", ასევე გაიმართა ლიეტუვაში მცხოვრები ქართველი მხატვრის ნიკოლოზ გამხიტაშვილის მიერ შექმნილი ტიხრული მინანქრის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

გარდა ამისა, ფესტივალის სტუმრები დაესწრნენ ცნობილი ქართველი ავტორების მიერ ლიეტუვურ ენაზე თარგმნილი წიგნების პრეზენტაციას – ეს იყო ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია", ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა“ და ბონდო მიქაბერიძის ბავშვთა ზღაპრების კრებული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიეტუვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0