ქართული ესტრადის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი გასტროლებით სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, ნინო ჩხეიძე კორპორატიულ საღამოებსაც ამშვენებს. მისი ხმის ტემბრი და დამახასიათებელი ჟღერადობის მუსიკა ბევრ ადამიანს მოსწონს. ამიტომ ნინო ისრაელს, უკრაინას, საბერძნეთსა და ყაზახეთს ხშირად სტუმრობს.
მასაც ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად თვითმფრინავით სარგებლობა არ უყვარს, მაგრამ ქართული ესტრადის წარმომადგენელს სხვა გამოსავალი არ აქვს. მისი მეუღლე წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს და, როგორც ნინო აღნიშნავს, მათ „ვირტუალური პირადი ცხოვრება“ აქვთ. ნინოს მრავალფეროვან კონცერტებზე იწვევენ და ცოლ-ქმარი საზღვარგარეთ ხვდება ერთმანეთს.
მორიგი გასტროლებიდან დაბრუნებულმა ნინო ჩხეიძემ თაყვანისმცემლებს გულახდილად უპასუხა. რამდენიმე არასასიამოვნო კითხვას შორის აღმოჩნდა კიდევ ერთი პირადული საკითხი. ფანმა ნინოს ჰკითხა, ხომ არ აპირებს მომღერალი მეორე შვილის გაჩენას. ამ ფაქიზ თემას ნინომ დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ მზაობას გამოთქვამს, მაგრამ ახლა შვილის გაჩენის შესაფერისი დრო არ არის.
ნინო ჩხეიძე და მისი ოჯახი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი და ქმრის ურთიერთობა განსაკუთრებით 2013 წლის მერე აინტერესებთ, როდესაც წყვილი ერთმანეთს დროებით დაშორდა. ცნობილი ოჯახის თანაცხოვრება მრავალ წელს ითვლის. ნინოს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს უმშვენიერესი მარიამი 2002 წელს შეეძინათ, მაშინ, როდესაც მომავალი მომღერალი ჯერ კიდევ ტელე-ჟურნალისტიკის სპეციალობით სწავლობდა.