Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვითომ მაგარი „პრიჩოსკა“ გაქვს“ – ნინი ნებიერიძე ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს

© Photo: Nini Nebieridze / FBნინი ნებიერიძე
ნინი ნებიერიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია.

ცნობილი მოდელი ნინი ნებიერიძე, რომლის ცხოვრება მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სოციალურ ქსელში ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, მოდელს სულაც არ აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე, კრიტიკის ავტორს პასუხი მაინც გასცა.

ახალ ფოტოზე ნინის თმა აქვს შეჭრილი და სწორედ ახალი ვარცხნილობა არ მოუწონეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა.

ნინი ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია. წყვილი ქორწინებაში უკვე ხუთი წელიწადია არის და ორი შვილი – ვაჟი თემური და გოგონა ტოკიო ჰყავთ.

მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი ბაია დავითაიასთან.

ყველა ახალი ამბავი
0