თბილისის სტადიონი ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდ სტადიონთა ხუთეულში მოხვდა

© Sputnik / STRINGERთბილისის სტადიონი
თბილისის სტადიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთეულში ასევე შევიდა რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის სტადიონები.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონი „დინამო არენა“ ყველაზე დიდ და ტევად სტადიონთა შორის მოხვდა დსთ-ისა და „ახლო საზღვარგარეთის“ ქვეყნებს შორის. რეიტინგი პორტალმა ТурСтат მოამზადა.

თბილისის 55-ათასიანი სტადიონის გარდა, ხუთეულში მოხვდა რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის სტადიონები.

ბორის პაიჭაძე - Sputnik საქართველო
ფეხბურთის კარუზო - იუნგობიდან ლეგენდამდე

პირველ ადგილზეა მოსკოვის „ლუჟნიკები“, რომელიც 81 ათას მაყურებელზეა გათვლილი. შემდეგ მოდის კიევის „ოლიმპიისკი“ (70 ათასი ადგილი). მესამეზეა ბაქოს ოლიმპიური სტადიონი (69 ათასი). შემდეგია სტადიონი „სანქტ–პეტერბურგი“ („გაზპრომ არენა“, 68 ათასი) და მეხუთე ადგილზეა თბილისის სტადიონი, რეიტინგში მეექვსე ადგილი ერევნის „რაზდანმა“ დაიკავა (54 ათასი).

ათეულში ასევე მოხვდნენ „ნიჟნი ნოვგოროდი“, „მორდოვია არენა“ (სარანსკში), ხარკოვის „მეტალისტი“, „კალინინგრადი“.

რეიტინგი მაყურებლის ადგილების რაოდენობის მიხედვით შედგა.

ამჟამად თბილისში საერთაშორისო სტანდარტების სამი დიდი სტადიონია – პაიჭაძის სახელობის, მიხეილ მესხის სახელობის ვაკეში და დავით პეტრიაშვილის სახელობის დიღომში.

ყველა ახალი ამბავი
0