მამაკაცი მეუღლეს მამასთან ერთად სცემდა

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამა-შვილს ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. სამართადამცველებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი - 42 წლის და 66 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

უწყების ცნობით, მამაკაცი მამასთან ერთად საკუთარ მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის პირველი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.​ დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0