ყოფილი მოდელი სექსუალურ იმიჯს თავს არიდებს, მაგრამ ამ გამონაკლისმა ნამდვილად ვნებათაღელვა გამოიწვია. ეშხიანმა ირინა ონაშვილმა პატარა შავი კაბა ისეთი მოხდენილობით იმოსა, რომ თაყვანისმცემლებმა დედოფალი უწოდეს და მონიკა ბელუჩის შეადარეს. მიუხედავად იმისა, რომ ირინა სამოდელო კარიერას დიდი ხნის მანძილზე აღარ მიჰყვება, მისი აღნაგობა ხელს უწყობს სხვადასხვა ფოტოსესიებში მონაწილეობისთვის.
მშვენიერი მოდელი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა რეჟისორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპშიც გადაიღეს. საზოგადოების აღიარება კი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულმა „მის ტალანტმა“ მოუტანა. 16 წლის წინ დაწყებული კარიერა დღემდე წარმატებით ვითარდება. წელს ირინამ კავკასიის უნივერსიტეტში სადიპლომო ნაშრომი წარმატებით დაიცვა და, მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო კარიერაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არ მოდუნდა და სწავლა სხვა სპეციალობით განაგრძო.
34 წლის მოდელი ახალი თაობისთვის დიდი მაგალითია. მისი თვალისმომჭრელი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. ამ უკანასკნელი ფოტოსესიით კი, ყველა ქალბატონს მოტივაციას ჰმატებს, რათა მათ ნებისმიერ ასაკში თავს მოუარონ და სირთულეების მიუხედავად საკუთარი თავი შეიყვარონ. „სექსი, შარმი და ცეცხლი ხარ!“, „აი, სილამაზე... ნომერი პირველი საქართველოში!“; „სრულყოფილება ხარ ირინუშკა. სულიერი და ხორციელი სილამაზის ერთობლიობა!“- გაოცებას ვერ მალავენ მოდელის „ფოლოვერები“ და კომპლიმენტებით ანებივრებენ.