დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 ოქტომბერი

© Pixabay / spiagol56კაკლის ხე ყვავილობისას
კაკლის ხე ყვავილობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

სიფრთხილეა საჭიროა, არცთუ ხელსაყრელი დღეა, როდესაც მრავალი სირთულის გადალახვა მოგიწევთ. საკუთარ ძალებს გადაჭარბებით აფასებთ, ხანდახან ეჭიდებით იმას, რასთან გამკლავებაც არ შეგიძლიათ. ნაჩქარევი და გადაწყვეტილებები და დაუფიქრებელი ნაბიჯები უსიამოვნო შედეგებით შეიძლება დასრულდეს. კარგი იქნება, თუ ძველი ნაცნობების რჩევებს დაუგდებთ ყურს.

შეყვარებულები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღის დასაწყისი იღბლიანი იქნება. განსაკუთრებით ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის – როგორც საქმიანი, ისე პირადი. ხშირად გეხმარებიან ძველი ნაცნობები. ერთობლივი საქმიანობით, შესაძლოა, სათავე დაედოს მეგობრობას ან რომანტიკულ ისტორიას. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად ნაყოფიერი იქნება. კარგი იქნება, თუ დაისვენებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღის დასაწყისში მოსალოდნელია შეცდომების დაშვება, რომლებიც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. ეს ის დროა, როდესაც სასურველი შეიძლება რეალობად მიიღოთ და ილუზიების ტყვეობაში მოექცეთ. ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ ძალიან სწრაფად იწყებთ მოქმედებას და რეალურ ვითარებას ვერ ხედავთ. მოგვიანებით მიხვდებით, რაც ხდება და ამ დროს დადგება ხელსაყრელი მომენტი ახალი წამოწყებებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ელოდებოდით, ოპტიმიზმი არ გტოვებთ. და ეს სწორიცაა – თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და პრობლემები უკან დაიხევს. შეუპოვრობა თავის ნაყოფს გამოიტანს და საღამოს უკვე წარმატებებით იამაყებთ. კარგი დღეა ახალი მოკავშირეების მოსაძებნად.

ქალაქზე გადასახედი  - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

მტკიცედ ხართ განწყობილი და სასურველის მისაღწევად ბევრი რამისთვის ხართ მომზადებული. აჯობებს, თუ მარტო იმოქმედებთ. მაგრამ მაინც, კარგი იქნება, თუ გარშემომყოფებთან ურთიერთობებს მიაქცევთ ყურადღებას. როდესაც მხოლოდ საკუთარ მიზნებზე ფიქრობთ, ვერ ამჩნევთ, თუ რა ხდება ირგვლივ და ძალზე იოლად შეიძლება გაანაწყენოთ ადამიანები. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღის პირველ ნახევარს თუ მოკავშირეებისა და თანამზრახველების მოძებნას მიუძღვნით, კარგი იქნება. მაგრამ ადამიანებს კარგად დააკვირდით – მზად არიან თუ არა ისინი, გაითვალისწინონ თქვენი ინტერესები. დღის მეორე ნახევარის განვითარება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაანაწილებთ პრიორიტეტებს. ეცადეთ, დრო წვრილმანებზე არ დაკარგოთ და არ ჩაებათ საეჭვო ავანტიურაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

სერიოზული პრობლემები არ გელოდებათ, ამიტომ სანერვიულო არ გაქვთ. განსაკუთრებით გაგიმართლებთ იმ საქმეებში, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს. მოგიწევთ ექსპერიმენტების ჩატარება, მიზნისკენ საკუთარი გზის მოძებნა. ეს ადვილი არაა, მაგრამ თქვენ უკან არ იხევთ. კარგი დროა სადმე გასამგზავრებლად, გარემოს შეცვლისთვის. ეცადეთ, ცხოვრებაში რამე სიახლე შეიტანოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორ რეაგირებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი შეურაცხყოფაზე

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

იმოქმედეთ თქვენი სურვილისამებრ და საჭიროებიდან გამომდინარე. დღეს არ შეიძლება სხვისი მაგალითის შესატყვისად მოქმედება. მოგიწევთ ტრადიციების დარღვევა, ხანდახან ექსტრავაგანტური მეთოდების გამოყენება. გარშემომყოფებს ეს არ მოეწონებათ, ამიტომ მზად იყავით კრიტიკული შენიშვნების მიღებისთვის. მოსალოდნელია ცვლილებები პირად ცხოვრებაში, რომანტიკული ისტორიის დაწყება. ენდეთ ინტუიციას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ყურადღება მიმდინარე საქმეებს მიაქციეთ. ახალი საქმეების დაწყებისთვის არახელსაყრელი დროა. გეგმების დაწყობა შეგიძლიათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მათ რეალიზებას სწრაფად ვერ შეძლებთ. საჭიროა საფუძვლიანი მომზადება, რომ მტკიცე მოქმედებებზე გადახვიდეთ. გარშემომყოფების რჩევებს დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მოგიწევთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. ბოლო დროს დაწყობილი გეგმები, შესაძლოა, ვერ განახორციელოთ. დამოუკიდებლად უნდა იმოქმედოთ. თუ მხარდაჭერა გექნებათ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძირითადი პრობლემები გადაწყდება. შესაძლებელია უთანხმოებები ახლობლებთან. ხშირად გახსენებენ ძველ შეცდომებს, რაც გაღიზიანებთ. ასევე, მოგიწევთ იმ საქმეებთან დაბრუნება, რომელთა დავიწყებაც გინდათ.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
როგორი დედამთილები არიან ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

იოლი დღე არ არის, მაგრამ ნაყოფიერია. დღეს მაქსიმალური ყურადღება უნდა მიაქციოთ დეტალებს. რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, შემდეგ, შესაძლოა, ამან სერიოზული როლი ითამაშოს. ეს განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ადვილი არ იქნება კარგი შთაბეჭდილების მოხდენა ახალ ნაცნობებზე. სამაგიეროდ, გვერდით გიდგანან ძველი ნაცნობები, ახლობლები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

შესანიშნავი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის, თანამშრომლობის დაწყებისთვის. ნებისმიერ ამოცანას შემოქმედებითად ეკიდებით, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებებისკენ ისწრაფვის, ინიციატივა უნდა გამოიჩინოს – ახლა ხელსაყრელი დროა. მოსალოდნელია რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც მგზნებარედ და ელვისებურად განვითარდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0