საქართველო-ირლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა - 0:0

© Sputnik / STRINGERსაქართველო-ირლანდია
საქართველო-ირლანდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ გუნდმა შესარჩევი ციკლის ორი მატჩი უნდა ჩაატაროს - გიბრალტარისა და შვეიცარიის ნაკრებებთან

თბილისი, 12 ოქტომბერი -  Sputnik. საიუბილეო, მეათე თამაში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებებს შორის მშვიდობიანად დასრულდა, პირველად დაპირისპირების ისტორიაში, არცერთი გოლი არ გასულა - 0:0.

© Sputnik / STRINGERსაქართველო-ირლანდია
საქართველო-ირლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა - 0:0 - Sputnik საქართველო
საქართველო-ირლანდია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლებს მცირე ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ - ბურთის ფლობის მაჩვენებელი შეადგენდა 54%-ს (ირლანდიელების - 46% ).

© Sputnik / STRINGERსაქართველო-ირლანდია
საქართველო-ირლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა - 0:0 - Sputnik საქართველო
საქართველო-ირლანდია

ქართველები უფრო ბევრჯერ ურტყამდნენ - 14-ჯერ, მაგრამ უშედეგოდ. სტუმრებმა შვიდი დარტყმით უპასუხეს, რომელთაგან სამი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ აიღო.

© Sputnik / STRINGERსაქართველო-ირლანდია
საქართველო-ირლანდიის მატჩი ფრედ დასრულდა - 0:0 - Sputnik საქართველო
საქართველო-ირლანდია

ირლანდიელები შეხვდებიან სტუმრად შვეიცარიელებს და შინ - დანიას, ამ მატჩებში EURO-2020 – ზე საგზურების ბედი გადაწყდება.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა შესარჩევი ციკლის ორი მატჩი უნდა ჩაატაროს - გიბრალტარისა და შვეიცარიის ნაკრებებთან.

 

ყველა ახალი ამბავი
0