მინისტრის საათი: პარლამენტი მოსახლეობისთვის საინტერესო შეკითხვებს დასვამს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოქტომბერში „მინისტრის საათზე“ დეპუტატები მოუსმენენ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ასევე იძულებით გადასახლებულ პირთა საკითხების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.  

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ხუთი წევრი პარლამენტს საშემოდგომო სესიის პერიოდში ეწვევა „მინისტრის საათის“ ფარგლებში, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ღონისძიებაზე სახელწოდებით „საპარლამენტო კონტროლი რიცხვებში“, სადაც მან  საზედამხედველო საქმიანობის გეგმა წარადგინა. 

ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
პარლამენტმა ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაუბრუნა

ღონისძიება გახსნა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოს მაკონტროლებელი ფუნქციის მნიშვნელობას.

„საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციაც, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია თუ როგორ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება, რამდენად ეფექტურად საქმიანობს თითოეული სამინისტრო, როგორ იხარჯება ბიუჯეტი და ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები", —განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ოქტომბერში „მინისტრის საათზე“ დეპუტატები მოუსმენენ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ასევე იძულებით გადასახლებულ პირთა საკითხების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს.  

ნოემბერში იგეგმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოსმენა, ხოლო დეკემბერში — განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილისა.ჩუგოშვილის თქმით, „მინისტრის საათის“ გარდა, არსებობს ინტერპელაციის პროცედურა, როდესაც მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრი ან პარლამენტი

ს წინაშე ანგარიშვალდებული რომელიმე ორგანოს წარმომადგენელი დეპუტატთა ჯგუფის (არანეკლებ შვიდი კაცი) შეკითხვებს პასუხობს.

მიმდინარე წელს ინტერპელაციის ერთი პროცედურა დარჩა ჩასატარებელი, რომელიც 29 ნოემბერს უნდა გაიმართოს და რომელზეც დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა წარდგეს.

რაც შეეხება საკომიტეტო მოსმენებს, საშემოდგომო სესიის ფარგლებში დეპუტატები რვა მინისტრს მოუსმენენ 23 თემაზე.

ყველა ახალი ამბავი
0