ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, დარჩენილია 273 ბინა, რომელთა მიღებაზე განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება

თბილისი, 12 ოქტომბერი -  Sputnik. დევნილების ნაწილი, საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას აგრძელებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დევნილებმა მთავრობის შენობასთან აქცია გამართეს >>

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს. სიტუაცია სამინისტროსთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც უწყებამ ბინების განაწილების პროცესი დაასრულა და სიები გაასაჯაროვა. კომისიის გადაწყვეტილებით,  ამ ეტაპზე  ნგრევადი და სახელმწიფო მნიშვნელობის 24 ობიექტი დაიხურება და იქ მცხოვრებ 256 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა. ასევე, დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებების საფუძველზეც.

დევნილების საცხოვრებელი კორპუსი - Sputnik საქართველო
მაია ცქიტიშვილი: ბინები ორი ათასზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილების  ნაწილი სამინისტროს ფოიეში იმყოფება, ნაწილს კი გარეთ აქვს კარვები გაშლილი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათგან მხოლოდ ორმა პირმა შეძლო კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რის საფუძველზეც მათ სამოთახიანი ბინები გადაეცემათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ისეთი კრიტერიუმები აქვს დაწესებული, რისი დაკმაყოფილებაც მათთვის რთულია.

„თავიდანვე ვიცოდით, რომ აქ ვერაფერს მივიღებდით, მაგრამ მაინც იმედი გვქონდა. მე 4.5 ქულა მაქვს და არ ვაკმაყოფილებ ამ ეტაპზე კრიტერიუმს, მაგრამ ჩვენ ისეთი კრიტერიუმები დაგვიწესეს, რომ ფიზიკურად ვერ ვაგროვებთ ამ ქულებს. სოციალურ სააგენტოს აქვს რაღაც გაურკვეველი მოთხოვნები“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
კერძო საკუთრებაში შეჭრილ დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ და ბინებით აღარ დაკმაყოფილდებიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი,  აქციის მონაწილეთა უმრავლესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ აღმოაჩნდა და, შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე განაწილდა. უწყების ცნობით, გარდა ამისა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონში არის დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და, შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა.

უწყების ინფორმაციით, დარჩენილია 273 ბინა, რომელთა მიღებაზე განაცხადების მიღება 15 ოქტომბრიდან დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ მათ სახელმწიფო საცხოვრებელი ბინებით არ უზრუნველყოფს. დევნილები ჯანდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრასაც ითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0