თბილისური ბროდვეი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი პრემიერას ამზადებს

© photo : courtesy of George Rekhviashviliმუშტაიდი
მუშტაიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუზიკლზე ნიუ-იორკის ბროდვეის სპეციალისტები მუშაობდნენ

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის დადგმით საქართველოსთვის ინოვაციურ, ბროდვეის სტილში 12 ოქტომბერს გაიმართება მუსიკალური სპექტაკლ „თამადა მანჰეტენზე“, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

სიუჟეტის თანახმად, ქართველი თამადა, რომელიც ცხოვრობს თავისი წინაპრების ტრადიციებით, გასული საუკუნის 60-იანი წლების ნიუ-იორკში ხვდება. ცხოვრების ქაოტური რიტმი და ქალაქის მკვიდრთა საქციელი თამადას თავბრუს ახვევს. ის მთელი ძალით ცდილობს შეინარჩუნოს ტრადიციები და „ძველებურად“ იცხოვროს.

თბილისის თეატრალური ფესტივალი - Sputnik საქართველო
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება – პროგრამა

თბილისელი მაყურებლები ბროდვეის მიუზიკლის სტილში უჩვეულო წარმოებას ნახავენ. სპექტაკლზე მუშაობაში ქართველ კოლეგებს ეხმარებოდნენ კოლეგები ვაშინგტონის თეატრიდან Company E. სპექტაკლში გაჟღერდება ცოცხალი მუსიკა სანდრო ნიკოლაძის ბენდის შესრულებით, ხოლო ვოკალისტები ვაშინგტონიდან მოწვეული არტისტები იქნებიან.

დადგმაში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები ლაშა რობაქიძე, მიხაილ ზაქაიძე, ნინო ავალიანი, ანი თალაკვაძე, მარიამ ბალახაძე, გიორგი ხაჩიძე და სხვები.

გარდა ამისა, საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით, თბილისში ჩამოვიდნენ ბროდვეის თეატრების წამყვანი სცენოგრაფები, რეჟისორები, ქორეოგრაფები, ვოკალისტები და მუსიკოსები, რათა თავიანთი გამოცდილება თბილისელ კოლეგებს გაუზიაროს.

საღამოს დასაწყისი - 20:00 საათზე.

ყველა ახალი ამბავი
0