„დინამო არენაზე“ საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებები ხვდებიან ერთმანეთს. ნახეთ Sputnik საქართველოს ვიდეოში მატჩის ფრაგმენტი
შაბათს, 12 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები „ევრო 2020-ის“ შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩს მართავს „დინამო არენაზე“. ვლადიმერ ვაისის გუნდისთვის ირლანდია ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა ევროპის მეორე რანგის ნაკრებებიდან. „მწვანემაისურიანები“ D ჯგუფში ლიდერები არიან - ხუთი ჩატარებული მატჩიდან არცერთში დამარცხებულან.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები ცხრაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ოფიციალურ დონეზე და აქედან რვაჯერ „მწვანემაისურიანებმა“ გაიმარჯვეს. ერთი შეხვედრა კი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.