ნინი ბადურაშვილი: მასაც იგივე დაემართა რაც მე - უბრალოდ, ერთმანეთით აღვფრთოვანდით
„ერეკლესა და ჩემ მხარეს ახლობლები სულ ცდილობდნენ, რომ მე მამასთან განშორება არ მეგრძნო, მე ხან დედასთან ვიყავი, ხან - მამასთან. ასე რომ მამის დეფიციტი ცხოვრებაში არ მქონია. რაც შეეხება ჩემი გათხოვების თემას, მის მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა და დღესაც არის. ჯერ კიდევ 18 წლის ვიყავი როცა აქტიურად დამიწყეს დასმა კითხვის: არ თხოვდები? რა საჭირო იყო ჩემი ასე ადრე გათხოვება ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კითხვით უკვე შეწუხებული ვიყავი.“ - ამბობს ნინი ბადურაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ამბობს, როცა ადამიანთან ერთად იწყებ ცხოვრებას მერე ერთმანეთის თვისებები რეალურად იკვეთება ხოლმე და გარკვეული დროის მერე იმედგაცრუებასაც განიცდი.