საქართველოს ეროვნული ბანკი ახალ ოფისთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობაზე სავარაუდოდ 50 მილიონ ლარს დახარჯავდა, მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ოფისის მშენებლობის ხარჯი დიდწილად იმ შენობის რეალიზაციიდან მიღებული თანხებით დაიფარება, რომელშიც ამჟამად ეროვნული ბანკის სათავო ოფისია განთავსებული, განმარტავს საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-ი).

აღნიშნული განცხადება სებ-მა საქართველოს ერთ-ერთი ტელეარხით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომ ბანკი 50 მილიონ ლარად ღირებული ახალი ოფისის აშენებას აპირებს. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს: რა ღირს სებ-ის ახალი ოფისი

სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც, რომელის აზრითაც, ესოდენ დიდი რაოდენობის ფულადი სახსრების დახარჯვა ოფისის ასაშენებლად გაუმართლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი არასაბიუჯეტო ორგანიზაციაა.

სებ-ის განმარტებაში ნათქვამია, რომ  ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც საჭირო გახდა არა მარტო დამატებითი საკადრო რესურსი, არამედ დამატებით საოფისე ფართიც.

„არსებული საოფისე ფართები ვერ პასუხობს ვერც მიმდინარე და, მით უფრო, ვერც სამომავლო მოთხოვნებს. ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ერთი მესამედი ნაქირავებ ოფისშია განთავსებული, რაც, თავის მხრივ, სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული“, — განმარტავს ეროვნული ბანკი.

მათი თქმით, ახალი შენობა სრულად უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის გამართულ და შეუფერხებელ წარმართვას.   

საბანკო ტერმინალები - Sputnik საქართველო
საქართველოში 100 ათასზე მეტი სესხი გაძვირდება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო

ამასთან, სებ-ი აღნიშნავს, რომ ახალი ოფისის მშენებლობის ხარჯი დიდწილად იმ შენობის რეალიზაციიდან მიღებული თანხებით დაიფარება, რომელშიც ამჟამად ბანკის სათავო ოფისია განთავსებული.

„ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. ეროვნული ბანკი არასაბიუჯეტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც აქვს საკუთარი შემოსავლები და ასევე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას“, — აცხადებს სებ-ი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობაზე სავარაუდოდ 50 მილიონ ლარს დახარჯავდა, მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დავალების თანახმად, A კლასის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო ფართი დაახლოებით 17 000 მ2-ია.

ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ბანკი სანაპიროს ქუჩაზე, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0