Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვიტანჯებოდი, გადიოდა წლები და ვამბობდი, რა დებილი ვიყავი“ – ია ფარულავას გულახდილი პასუხი

© Ia parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებას ია ფარულავამ ინტიმური ხასიათის ფილმში „სიყვარული ვენახში“ მონაწილეობით დაამახსოვრა თავი. თუმცა მანამდე უამრავი სხვა როლი და ჯილდო იყო. მშვენიერ ია ფარულავას გახმაურებული და სკანდალური ცხოვრება აქვს. მორიგი გულწრფელი განცხადება საზოგადოებას მსახიობმა Instagram-ზე გაუზიარა. ნახეთ, რა ჰკითხეს ფარულავას...

ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ ია ფარულავა სახლში ხშირად იკეტება. მისთვის განმარტოება ახალი ენერგიების მოკრებასთანაა დაკავშირებული. მაგრამ სახლში მარტო დიდხანს ვერ ძლებს. როგორც სოციალურ ქსელში დაწერა, მისთვის ერთი დღე სავსებით საკმარისია დეპრესიული ხასიათის მოსაშორებლად. ია ცუდ ხასიათზე, ალბათ, არავის უნახავს. ულამაზესი მსახიობი რამდენიმე საქმიანობითაა დაკავებული. ია თბილისის გამორჩეულ ძველ უბანში სასტუმროს ბიზნესით, გადაცემა "ფარული კონვერტის" წამყვანობით და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობითაა დაკავებული.

სოციალურ ქსელში და რეალურ ცხოვრებაში იას უამრავი კითხვას უსვამენ. თავის მოვლის საშუალებები ახლა უკვე ძველი თემაა. ფარულავას თაყვანისმცემლები გულახდილ პასუხს სიყვარულზე, "რუსთავი 2"-ში დარჩენაზე, კაცების სურვილებსა და უწმაწური სიტყვების გამოყენებაზე სთხოვენ. ყველა ამ კითხვას ვარსკვლავმა საკუთარი Instagram-ის „სთორიში“ უპასუხა.

ყველაზე აქტუალური თემა ისევ და ისევ „რუსთავი 2“ აღმოჩნდა. კითხვაზე, თუ რატომ დარჩა ია ფარულავა არხზე, მან ხელმომწერებს კიდევ ერთხელ უპასუხა: "1.სხვა არხიდან არანაირი შემოთავაზება არ მომსვლია, 2. ტვ „იმედში“ დაბლოკილი ვარ, 3. ვიღაცებს აქვთ გადაცემები და მე სახლში უგადაცემოდ უნდა წავსულვიყავი? ამას ვერავინ მიიღებს! ია ფარულავა ეკრანზე უნდა იყოს!“ ასევე მსახიობის პირადი ცხოვრებითა და სიყვარულით დაინტერესებულებს იამ ვრცლად განუმარტა: „სიყვარულზე მე ნურაფერს შემეკითხებით რა... მთელი ცხოვრება შეყვარებული ვიყავი, მერე ვიტანჯებოდი, გადიოდა წლები და რა დებილი ვიყავი ვიძახდი! შეიყვარეთ საკუთარი თავი!“

ყველა ახალი ამბავი
0