Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სექსუალური მკერდი და შოკოლადისფერი რუჯი – კრისტი ყიფშიძე ინტიმურ ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Kristi Kipshidzeკრისტი ყიფშიძე
კრისტი ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ყიფშიძის ყოფილი მოდელი მეუღლე გამორჩეულია გარეგნობით. 40 წელს გადაცილებული მოდელი დღემდე აღფრთოვანებას იწვევს. მისმა ფორმებმა ბევრი ადამიანი გააოცა. სოციალურ ქსელში უახლესი ფოტო ვრცელდება.

მსახიობი გიორგი ყიფშიძე კრისტი ყიფშიძეზე ადრეულ ასაკში დაქორწინდა. თბილისში გაზრდილი სომხური წარმომავლობის მოდელი უცხო გარეგნობით გამოირჩევა. მას ხშირად ესპანელ მსახიობს პენელოპა კრუზს ადარებენ. წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს, რომელმაც სკოლა ახლახან დაამთავრა და მომავალი ციფრულ მედიას დაუკავშირა.

1994 წლიდან ქართული პოდიუმის უცვლელი სახე კრისტი ყიფშიძე 42 წლის ასაკშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება და სარეკლამო ფოტოსესიებსა თუ ქართული დიზაინერების ჩვენებებში დღემდე აქტიურად მონაწილეობს. სოციალურ ქსელებში კრისტი არაერთ თამამ ფოტოს აქვეყნებს. კრისტი იუბილარი იყო. საკუთარ დაბადების დღეზე მოდელი თურქეთში გაემგზავრა და შესაშური არდადეგები მოიწყო. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა მსახიობი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მისი გაბრწყინებული თვალები ყველამ შენიშნა. ამის შესახებ თაყვანისმცემლები კომენტარებში წერდნენ.

მოდელს მრავალფეროვანი და ტრენდული გარდერობი აქვს. სიფრიფანა კაბები, საღამოს ულამაზესი ტანისამოსი, ე.წ „Casual–ყოველდღიური“ სტილი ამშვენებს მის ტანს. ქართველ ვარსკვლავებს შორის კრისტი გემოვნებიანი ჩაცმულობით გამოირჩევა. გამომწვევი ულტრამოდური ვარდისფერი საცურაო კოსტიუმის გარდა, კრისტი ჩვეულებრივ შავ ბიკინიშიც არაჩვეულებრივად და თვალისმომჭრელად გამოიყურება. წლის ტენდენციური „ლუქები“ არასდროს ავიწყდება. „ფოლოვერებს“ ჩაცმის განსაკუთრებულ ვარიანტებს უზიარებს. კრისტი იმ ქალბატონებისთვისაა სამაგალითო, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება, ამიტომ მისი სხეული მუდმივი განხილვის საგანია.

ყველა ახალი ამბავი
0