„საქართველოს ვარსკვლავი“ იწყება: ცნობილი გახდა ჟიურის განახლებული შემადგენლობა

© photo: The star of Georgia / FB„საქართველოს ვარსკვლავი“
„საქართველოს ვარსკვლავი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც წესი, ტელეპროექტის გამარჯვებული, რომელსაც ჟიური და ტელემაყურებლები გამოავლენენ, საერთაშორისო სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2020“-ზე გაემგზავრება.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ტელეპროექტი „საქართველოს ვარსკვლავი“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში 26 ოქტომბერს დაიწყება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში Facebook-ზე. 

გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზია 2019: სიმღერის კლიპი, რომლითაც საქართველო კონკურსზე წარდგება

როგორც წესი, ტელეპროექტის გამარჯვებული, რომელსაც ჟიური და ტელემაყურებლები გამოავლენენ, საერთაშორისო სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2020“-ზე გაემგზავრება.

ჟიურის შემადგენლობა, რომელშიც ცვლილებები შევიდა, უკვე ცნობილია. ესენი არიან: გერმანული Voice-ს გამარჯვებული ნათია თოდუა, „პირველი არხის“ დირექტორის მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი, კომპოზიტორი დათო ევგენიძე და პიანისტი დათუნა ალადაშვილი, რომლებიც მომღერალ სტეფანე მღებრიშვილსა და „ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტ ზაზა შენგელიას ჩაანაცვლებენ.

ტელეპროექტის საუკეთესო შემსრულებლის არჩევის შემდეგ მისთვის სპეციალურად დაიწერება კომპოზიცია და შეიქმნება ნომერი „ევროვიზიისთვის“.

„საქართველოს ვარსკვლავი“ ყოველ შაბათს 22:00 საათზე გავა ეკრანებზე. მისი წამყვანი კვლავ რუსკა მაყაშვილი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0