იაპონელი ფლეიტისტი იოსუკე ირიე საქართველოში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Stringerკონსერვატორიის მცირე დარბაზი
კონსერვატორიის მცირე დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იაპონელი მუსიკოსი არის შაკუჰაჩის – იაპონური ბამბუკის ფლეიტის ვირტუოზი შემსრულებელი.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. იაპონიასა და მის საზღვრებს გარეთ ცნობილი ფლეიტისტი იოსუკე ირიე (Yosuke Irie) ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება უფასო კონცერტით თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში 11 ოქტომბერს, 14 ოქტომბერს კი მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე.

მუსიკოსის ჩამოყვანის ინიციატორია საქართველოში იაპონიის საელჩო. კონცერტი ყველასთვის უფასოა.

© photo: Yosuke Irie / FBიაპონელი ფლეიტისტი იოსუკე ირიე
იაპონელი ფლეიტისტი იოსუკე ირიე საქართველოში კონცერტს გამართავს - Sputnik საქართველო
იაპონელი ფლეიტისტი იოსუკე ირიე

მუსიკოსი იოსუკე ირიეს განსაკუთრებულობა როგორც შესრულების მანერასა და ოსტატობაში, ისე თავად ინსტრუმენტშია, რომელზეც ვირტუოზულად უკრავს. საქმე ისაა, რომ იგი არის შაკუჰაჩის – იაპონური ბამბუკის ფლეიტის ვირტუოზი შემსრულებელი.

მას დიდი წარმატებით აქვს გამართული კონცერტები ვატიკანში, რომის პაპის წინაშე, ვაშინგტონში, თეთრ სახლში პრეზიდენტის მიღებაზე, მსოფლიოს სხვადასხვა დიდ საკონცერტო დარბაზებში, სამეფო და სხვა მაღალი რანგის ღონისძიებებზე.

საქართველოში გამართულ ორივე კონცერტზე გაჟღერდება ირიეს როგორც საავტორო კომპოზიციები, ისე თანამედროვე და ტრადიციული იაპონური მუსიკის ცნობილი ნაწარმოებები.

ყველა ახალი ამბავი
0