პოპულარული ოჯახის პოპულარული წევრი სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ნინო ნადირაძე ექიმების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა. მისი გემოვნებიანი ჩაცმულობა თუ საკუთარი სახლის დამოუკიდებლად მოწყობილი ინტერიერი ყველას აინტერესებს. ამიტომ კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება და დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს. გუგა და ნინო ერთად გატარებულ ერთ ჩვეულებრივ დღეს ყველას უზიარებენ.
აღსანიშნავია, რომ ნინომ და გუგამ ერთადერთი ქალიშვილი ამ ზაფხულს დააოჯახეს. ექიმის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ბაია კუზანოვთან დაშორება მას ძალიან გაუჭირდა. მოკრძალებული ქორწილი ბაიამ სახლის ეზოში გადაიხადა, სადაც წყვილმა 50-მდე სტუმარი მოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ნინო თავის ხასიათს მძიმეს უწოდებს, ამბობს, რომ სიძესთან შეუდარებელი ურთიერთობა აქვს. ბაიას რჩეული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გიორგი ბეჟაშვილია.
თავად ნინო ნადირაძე 45 წლის ასაკში შეუდარებლად გამოიყურება. ქართველ სელებრითებს შორის ის ია ფარულავასა და დალი ჩიტალაძეს ემეგობრება. ცნობილ ადამიანებში თავის მოვლის ტენდენციებით ყველაზე მეტად ეს ქალბატონები გამოირჩევიან. კარდიოლოგის უახლესმა ვიდეომ დიდი გამოხმაურება და უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. თეთრ, მოქარგულ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ნინო ნადირაძე საკუთარი ეზოს აუზთან პოზირებს. „ყველა ქალი შენსავით ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, ალბათ, ყველა კაცი ტრადიციული ორიენტაციის იქნებოდა“; „აუ, რა ტანზე ხართ...“; „კაპლი მომიტანეთ, ცუდად ვარ“; „ნინო ბედნიერებაა როცა ასეთი გენეტიკის ხართ.ეს დიდი ჯილდოა“, – წერენ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები.