ახალგაზრდა ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძე იუბილარია. მან დაბადების დღის აღნიშვნა მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გადაწყვიტა.
ნინი ნებიერიძემ წვეულების ამსახველი ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ტორტი, რომელსაც ამშვენებს წარწერა: „დათვალე ორგაზმის რაოდენობა და არა კალორიები“.
ნინი 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია. წყვილი ქორწინებაში უკვე ხუთი წელიწადია რაც არის და ორი შვილი - ვაჟი თემური და გოგონა - ტოკიო ჰყავთ.
მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი - ბაია დავითაიასთან.