„არ დაუჯეროთ ცრუ ინფორმაციას“ – კალაძე მოსახლეობას მიმართავს

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა აღნიშნული განცხადება „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას გააკეთა, რა დროსაც მოსახლეობას დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. კონკრეტული პოლიტიკური პარტიები მიზანმიმართულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ტაქსის 27 ათასი მძღოლი სამსახურის გარეშე დავტოვეთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული განცხადება „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვისას გააკეთა, რა დროსაც მოსახლეობას დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია და არ დაუჯეროთ, მეგობრებო, ამ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეს ადამიანები თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამოდიან, ნაცვლად იმისა, რომ გაიაზრონ, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და რეფორმებით მიღებული სიკეთით ყველა ერთად ისარგებლებს. 

გარდა ამისა, დედაქალაქის მერი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ მალე არა მარტო ტაქსები, არამედ მძიმე მდგომარეობაში მყოფი საზოგადოებრივი ტრანსპორტიც „ძალიან მოწესრიგებული იქნება“. 

ტაქსის გაჩერების ადგილი - Sputnik საქართველო
თბილისში ტაქსით მგზავრობის ფასი დაიწევს! – გამართლდება თუ არა კალაძის მოლოდინი

„გპირდებით, რომ თბილისი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი, განვითარებული და წინ წასული იქნება ზოგადად ტრანსპორტის თვალსაზრისით მთელ ევროპაში“, — განაცხადა კახა კალაძემ. ამის დასტურად მერმა ქალაქში ბოლო პერიოდში შემოყვანილი ევროპული სტანდარტის ავტობუსები შეახსენა და აღნიშნა, რომ მოძველებული და ამორტიზებული ტრანსპორტის ჩანაცვლება კვლავაც გრძელდება.

კახა კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპი კი A და B კატეგორიებიდან ერთ-ერთის სავალდებულო არსებობას გულისხმობს. თბილისის მერიის მონაცემებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან ტექნიკური ინსპექტირება 70%-მა გაიარა, ხოლო 30%-მა მინიმალური ტექნიკური სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა.

 

ყველა ახალი ამბავი
0