თევდორაძე: სიკვდილმისჯილთა შორის ჩემი ყოფილი მოსწავლე ვნახე
„მე მოგიყვებით ერთ ფაქტს, როცა ციხეებში შევდიოდი, ყველაზე მძიმე სურათი იყო, როდესაც სიკვდილმისჯილებთან ჩავდიოდი და უცებ იქ დავინახე ჩემი ყოფილი მოსწავლე. მომაგონდა, რომ სკოლაშიც მქონდა მასთან რაღაც პრობლემები. მაგრამ თუ იქამდე მივიდოდა, რომ ადამიანს მოკლავდა, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე ასატანი იყო. ყველას დაველაპარაკე და მას არ დაველაპარაკე, რადგან ეს ჩემი სირცხვილიც იყო, ის რომ სიკვდილმისჯილებში იყო“, – იხსენებს ელენე თევდორაძე.
მისი თქმით, არ ნანობს, რომ ყოფილ მოსწავლეს ხმა არ გასცა, რადგან მისთვის მიუღებელია, როცა ადამიანს მეორე ადამიანის მოკვლა შეუძლია.