კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება.
საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.
ახალბედა ოჯახში უმცროსი ივანიშვილი დეკემბრის თვეში დაიბადება. ბერას თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ შვილს ის მამის სახელს დაარქმევს. თუმცა, ეს ვარაუდად რჩება. ნანუკას უახლესმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბერას გვერდზე ატვირთულ მათ საერთო ფოტოს 80 ათასამდე მოწონება აქვს. ნანუკას ფეხმძიმობა ძალიან უხდება და ამას თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ.