თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში მამაკაცი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
დაშავებული ჯერ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს, შემდეგ კი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს. დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ეჭვმიტანილების დაკავებისა ან მომხდარის რაიმე დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე, 117-ე და 143-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.