Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ბადურაშვილი უცნობ კაცთან ერთად ლიფტში პოზირებს- მორიგი სასიძო თუ მეგობარი?

© courtesy of Nini Badurashviliნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ბადურაშვილის დაოჯახებას მთელი ბომონდი ელოდა. ქმართან დაშორების შემდეგ განსხვავებული ტემბრის მქონდე მომღერალს, დღემდე, უამრავ მამაკაცს აცნობენ ან ურიგებენ. ნინის ერთი შვილი ჰყავს და თავისუფლებით ტკბება. საკმარისია, ტელესახემ მამრობითი სქესის წარმომადგენელთან გამოჩნდეს, იმ წუთში თაყვანისცმემლები საქორწინო კაბებს ურჩევენ.

მიმზიდველი და შეუდარებელი ნინი ბადურაშვილი რამდენიმე წელია ქმარს სკანდალურად დაშორდა. ნინის მიმართ ყურადღება არც მანამდე და არც ახლა  არ ნელდება. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ გამოჩენილ მომღერალს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავს.  პატარა გოგონა სკოლაში წელს მიიყვანეს. მის აღზრდაში ნინი და მისი ოჯახის წევრები თანაბრად არიან ჩართულნი. როგორც ჩანს, პატარა ელენეს ბებიასთან ეკა კახიანთან ერთად დროის გატარება უფრო უყვარს. ნინის გაზიარებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ ეკა შვილიშვილს მუსიკასთან აახლოვებს და სიმღერას ასწავლის.

სექტემბრის თვე ნინისთვის ნაყოფიერი და ამავდროულად რთული აღმოჩნდა. ბადურაშვილი ბავშვობის მეგობართან ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძესთან ერთად გამოჩნდა და თბილისს მორიგი ჭორი მოედო. გიორგი და ნინი კლასელები იყვნენ. მათ დღემდე ახლო ურთიერთობა აკავშირებს. ძვირადღირებული იახტების მფლობელი კანში ისვენებდა, სადაც ნინი და ეკა კახიანი დაპატიჟა. ერთ თაყვანისმცემელზე საუბარი ჯერ კიდევ არ შეწყდა, ახლა ნინის სხვა მამაკაცთან ურთიერთობას აწერენ.

ნინიმ საკუთარ Instagram- ზე მაღალ, სიმპათიურ, გემოვნებიანად ჩაცმულ მამაკაცთან ერთად სურათი გამოაქვეყნა. „სთორიში“ დადებულ ფოტოზე ჩანს, რომ ტელეწამყვანი და მომხიბლავი მამაკაცი ლიფტში იმყოფებიან. ფოტო პირველად მამაკაცმა გააზიარა. ნინისთან ერთად მიშა გასიტაშვილია აღბეჭდილი. მიშა ცნობილი ქართველების პირადი სტილისტი და უამრავი ვარსკვლავის ახლო მეგობარია. სავარაუდოდ, ნინი ბადურაშვილს და მიშა გასიტაშვილსაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ერთად ხშირად ჩნდებიან.

ელეგანტური ნინი ბადურაშვილი იმ ქართველ სელებრითებს შორის ერთ-ერთია, რომელსაც საკუთარი სტილი არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ ჩაცმულობაშიც გამორჩეული აქვს. ტრენდულად იმიჯი და მუდამ ფორმაში ყოფნა ნინის ყოველდღიური თანმხლებია. აღსანიშნავია, რომ ნინი სტილის გარდა საკუთარ სხეულზეც აქტიურად ზრუნავს, ამიტომ მომღერალს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0