თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 46 წლის კ.ო. და 59 წლის გ.ო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ კ.ო.-ს პირადი და საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 9 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სირეცი" და 170 000 ლარი.
რაც შეეხება გ.ო.-ს, პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „სირეცი" ამოიღო.
თბილისში შემოწმებული მძღოლების მესამედი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს >>
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოტიკული საშუალება „სირეცი" (მაღალი შემცველობის ჰეროინი) სხვადასხვა ნივთიერებასთან ერთად დარიშხანს შეიცავს.