„თბილისობა-2019“: თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ქალაქის დღეს აღნიშნავენ - ვიდეო

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქი შაბათ-კვირას აღნიშნავს ტრადიციულ დღესასწაულს - „თბილისობას“. უყურეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ მიმდინარეობს ზეიმი

საქართველოს დედაქალაქი შაბათ-კვირას აღნიშნავს ტრადიციულ დღესასწაულს - „თბილისობას“. უყურეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ მიმდინარეობს ზეიმი

საქართველოს დედაქალაქში დილიდან ზეიმობენ შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს - „თბილისობა-2019“. სადღესასწაულო ღონისძიებები წელს ოთხ ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

რიყის პარკში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ყოველწლიურ გასტრონომიულ ფესტივალში, დააგემოვნოთ ქართული ტკბილეული. დღესასწაულის ყველაზე ახალგაზრდა სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში. სპეციალურად ბავშვებისთვის ორგანიზატორები კონცერტს მოაწყობენ. შემდეგ, საღამოსკენ, სტუმრებს ელოდება ინსტალაცია „ფიროსმანის პერსონაჟები".

განახლებულ ორბელიანის მოედანზე სტუმრებს ელოდება ყვავილების ფესტივალი, ქართული კინოსა და მუსიკის პავილიონები, ბაზრობა და კარნავალი.
მეტეხის ხიდზე გამოიფინება რარიტეტული ავტომობილები, ლეღვთახევის ხეობაში ღია ცის ქვეშ სტუმრებს გამოფენა ელოდება.
გასართობი პროგრამის დასრულების შემდეგ, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას, და საპატიო თბილისელებისთვის დაჯილდოების ცერემონია.

თბილისობის დღესასწაულის პროგრამა გაგრძელდება კვირას, 6 ოქტომბერს. მთავარი მოვლენა გახდება აკრობატების საჰაერო თეატრ Muare Experience-ს სპექტაკლი - ესპანელი და ბრიტანელი არტისტების ერთობლივი პროექტი, რომლებიც თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალში მონაწილეობენ.

წელს „თბილისობა“ 35-ედ აღინიშნება. პირველად დედაქალაქის დღე 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

ყველა ახალი ამბავი
0